სამართალი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ “მთავარი არხის” წამყვანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ლაშა ნაკაიძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე  გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესის სხვა დეტალები უცნობია, ადვოკატმა დღეს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბოლო განცხადებით კი ცნობილია, რომ ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს.

„რაც მე გუშინ მოვისმინე თქვენგან, ჟურნალისტებისგან, საერთოდ არ მსურს თქვენთან თანამშრომლობა“ – თქვა ნაკაიძის ადვოკატმა.

პროკურორის თქმით, იმის გამო, რომ საქმე ეხება სექსუალურ ძალადობას, დეტალურად მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თუ რა დევს საქმეში, ვერ ისაუბრებს.

“ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც აღენიშნება დაზარალებულს სხეულზე – გაიცემა ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი, დაზიანება იქნება, მოტეხილობა თუ ასე შემდგომ,” – განაცხადა პროკურორმა ნათია ზოიძემ.

პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა, მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, სექსუალურ ძალადობას ედავება. ახლა უკვე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნაკაიძეს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close