Sliderსაზოგადოება

სექსუალური ძალადობა – შალვა რამიშვილის წაგებული სასამართლო პროცესი და ახალი ორი შემთხვევა, იგივე ბრალდებით

“ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის, არ ვიცი ზუსტად, ჟურნალისტი Post TV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ. დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა არ გახსენებია და ახლა გაახსენდა.

მე არ მჯერა….უნდა მჯეროდეს აუცილებლად? [მთავარი არხის ჟურნალისტს] ისე გაბრაზებული და თვალებს რომ დამიქაჩავთ რა მოხდება ამით, შევშინდები თუ რა? აპრიორი კი არ ვამბობ, ლოგიკაა ასეთი…. თქვენ მგონი თანამონაწილე გახდით იმ რაღაც კამპანიის, რასაც ჰქვია ფაშისტური მიდგომები. “როგორ არ გჯერათ” ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა, ჩემი აზრი ესაა და თქვენ ნუ მაიძულებთ, რომ სხვა აზრზე გადავიდე”, – ასე შაფასა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტ მაკო ჯაბუას განცხადება, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

მაკო ჯაბუას შემდეგ, იგივე ბრალდება შალვა რამიშვილს მსახიობმა ანანო იაშვილმა წაუყენა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, კერძოდ, 2016 წლის აპრილში იგივე ბრალდება შალვა რამიშვილს მსახიობმა თათია სამხარაძემ წაუყენა და განაცხადა:

„ვადასტურებ, რომ შალვა რამიშვილი ახორციელებდა ჩემს სექსუალურ შევიწროებას. ამის შესახებ მე საუბარი მქონდა არხის დირექტორთან, გიორგი ბახტაძესთანაც, ასევე მე გავაკეთე აუდიო ჩანაწერი, სადაც რამიშვილი აღიარებდა, რომ ჩემზე ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. ეს აუდიო ფაილი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და მისი ავთენტურობა დგინდება. მე დამიკავშირდნენ რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი გოგოებიც და მათაც იგივე პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შალვა რამიშვილი მათზეც ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. მე შევიტან სარჩელს სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმარათლე დავამტკიცო. მე დავკარგე კარიერა, სამსახური და გეტყვით ერთს.  არ მინდა ვიღაცის კარიერა ვიღაცის საწოლზე გადიოდეს“ – განაცხადა თათია სამხარაძემ.

ამ საკითხს შალვა რამიშვილი Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა:

“მეგობრებო!

როგორც ირკვევა თათია სამხარაძეს (ტასო ბარნოვა) აქვს გაკეთებული ფარული ჩანაწერი, რომლიდანაც ჩანს რომ თითქოს მე ვანხორციელებ მასზე სექსუალურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ მე (“მოძალადემ”) გუშინწინ უკვე მივმართე პროკურატურას ამ “ფაქტის” გადასამოწმებლად ხოლო გუშინ საჯაროდ მოვუწოდე სამხრაძეს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისაკენ – “მსხვერპლი” არ აკეთებს ამას და საჯარო პრესკონფერენციას ატარებს ფემინისტებთან ერთად.

მეგობრებო!
მე ვიცი რომ ზოგიერთ თქვენგანს არ მოვწონვარ და ვძულვარ კიდეც. მე არ მიცხოვრია მამა აბრამის კრავის ცხოვრებით, მაგრამ მოძალადე არასდროს არ ვყოფილვარ. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მეც, იცავს ამ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები… მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გაისმის კამპანიურ ხასიათს იღებს. ყველაფერი დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ჩემი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ყოველივე ან პროკურატურაში ან/და სასამართლოში გაირჩეს.

ახლა ორიოდ სიტყვა “იმედზე”: ეს მე ვარ ის კაცი, რომელიც საჯაროდ მოითხოვდა და მოითხოვს ტელეიმედისაგან ჩემი და ჩემთან ერთად 40 კაცის გაგდების მიზეზის დასახელებას. იმედია მოვლენათა განვითარება მიახვედრებს ტელევიზიის დირექტორს, რომ ჩირგვებში ჯდომა უკვე შეუძლებელი ხდება და ის მოუყვება პროკურატურას და საზოგადოებას “შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან” (ციტატა ტელევიზიის განცხადებიდან) საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზს.

ტელევიზიის საქციელი სამარცხვინოა!!! თავისი დუმილით “იმედის” დირექტორი ფაქტიურად ხელს უწყობს ჩემი მაკომპრომენტირებელი ცნობების გახმაურების პროცესს!!!

წინ გველის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები! შევახსენებ ყველას, რომ ძალადობის მტკიცების ტვირთი არის ამ “ძალადობის” ჰიპოთეტიურ “მსხვერპლზე”.

მოვუწოდებ მოქალაქეებს! დაიცავით კანონი და მიუხედავად ჩემდამი პირადი დამოკიდებულებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ ობიექტურობა.

აქვე საჯაროდ ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს და ოჯახის წევრებს. გაოცებული ვარ ჩემი ცოლის გამძლეობით, რომელიც მიუხედავად ამდენი ლაფისა მაინც გვერდში მიდგას და მამხნევებს!

მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!”

აღსანიშნავია, რომ თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლა და მოუგო.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ  ძალაში დატოვა  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე – „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა რამიშვილის სააპელაციო საჩივარი, რაც თათია სამხარაძის ადვოკატის, ანა აბაშიძის თქმით, ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ თათია სამხარაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თათია სამხარაძე დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close