ეს საინტერესოა

სერიალ „გვირგვინს“ შემქმნელებმა მეექვსე სეზონში პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებისთვის მსახიობების შეარჩიეს

სერიალ „გვირგვინს“ შემქმნელებმა მეექვსე სეზონში პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებისთვის მსახიობების შეარჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის როლს რუფუს კამპა და ედვარდ მაკვეი შეასრულებენ. კამპა თინეიჯერი პრინცის როლს მოირგებს, მაკვეი კი ზრდასრულის. კენსინგტონის ჰერცოგნნიას კი მეგ ბელამი განასახიერებს.

პრინცი უილიამი/რუფუს კამპა

GETTY IMAGES/NETFLIX

პრინცი უილიამი/ედვარდ მაკვეი

GETTY IMAGES/KIM HARDY

კეიტ მიდლტონი/მეგ ბელამი

GETTY IMAGES/DIANA FIELD PHOTOGRAPHY

სამივე მსახიობისთვის „გვირგვინი“ ტელედებიუტი იქნება. მაკვეი და კამპა თეატრის მსახიობები არიან, ბელამი კი აქამდე მხოლოდ სამოყვარულო სურათებსა და დადგმებში მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე „გვირგვინის“ მეექვსე სეზონის პრემიერის თარიღი უცნობია, შოუს მეხუთე სეზონს კი მაყურებელ ნოემბერში იხილავს. მასში დედოფალ ელისაბედის როლს იმელდა სტონტონი ასრულებს, პრინცესა დიანას ელიზაბეტ დებიკი განასახიერებს, პრინცს ჩარლზს კი დომინიკ ვესტი.

„გვირგვინი“ Netflix-ის ისტორიული დრამაა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. შოუს პრემიერა 2016 წელს შედგა. სერიალს არაერთი ჯილდო, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ემი“ და „ბაფტა“ აქვს მოპოვებული.

იმედი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button