ეკონომიკა

სემეკის გადაწყვეტილებით, გაზი 8 თეთრით გაძვირდა

1 ივნისიდან გაზი ძვირდება. სემეკმა გადაწყვეტილება დღეს მიიღო.  “შპს “თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1 ივნისიდან.

ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.

შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის 18 თებერვალს. ტარიფის ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული შპს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნა ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.

შპს „თბილისი ენერჯისთვის“ 2021 წლის 1 ივნისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 46.138 თეთრ/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით,” – წერია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარეგულირებელს ტარიფის გაძვირების მოთხოვნით “თბილისი ენერჯიმ” მიმართა. კომპანიის განმარტებით, ლარის გაუფასურების გამო ზარალზე მუშაობს და 34 თეთრად შეძენილ ბუნებრივ აირს 26 თეთრად ყიდის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close