ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170 297 378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118 000 000 ლარის ნაცვლად, 127 558 754 ლარი გადაირიცხა

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის 2 კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა.

საანგარიშგებო პერიოდში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170 297 378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118 000 000 ლარის ნაცვლად, 127 558 754 ლარი გადაირიცხა, ადგილობრივი თვითმართველობების ბიუჯეტში 26 370 851 ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში 1 154 734 ლარი. დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, სააგენტომ ჯამში 1190 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button