სხვადასხვა

საქართველოში 1 693 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება

გამოჯანმრთელდა 755 229, გარდაიცვალა 11 553 პაციენტი

ამ ეტაპზე საქართველოში 1 693 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1693 პირი, მათ შორის, თბილისში – 677, აჭარაში – 128, იმერეთში – 510. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 42, იმერეთში – 38.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 814 097 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 755 229, გარდაიცვალა 11 553 პაციენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close