ეკონომიკა

საქართველოში პურის ფქვილის სამი თვის მარაგია

„ქართული ფქვილის საშუალო ფასი და რუსეთიდან შემოსული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს დაუახლოვდა და 70 ლარის ფარგლებში იყო. დღეს დაახლოებით, 5 ლარით შემცირდა ფქვილის ღირებულება. საქართველოში ჯერ არის გარკვეული მარაგი სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს მარაგი შექმნილია. მე ვიცი, რომ დაახლოებით, 60 000 ტონაზე მეტი ხორბალი და ფქვილია შემოსული. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მარტის თვემდე აქ თავის ტკივილი ფასებზე და წარმოებაში არ იქნება. რა თქმა უნდა, პრობლემები წარმოებაში გვაქვს, კვალიფიციური მუშახელის ძალიან დიდი გადინებაა, საუბარია ხელფასებზე. აგრეთვე, ძალიან გაძნელებულია დისტრიბუციის საკითხები ქალაქის გადატვირთვის გამო. კარგი იქნება, კვების პროდუქტებზე ღამის მიღებები დაწესდეს“, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის განმარტებით, დღეს პირველი ხარისხის ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით 66-67 ლარია და ისინი პურის ფასზე ცვლილებას არ ელოდებიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close