პოლიტიკა

საქართველოში ომი არავის უნდა, ისევე, როგორც ომი არ უნდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოში ომი არავის უნდა. ასე გამოეხმაურა ის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას გეგმავდეს.

„საქართველოში ომი არავის უნდა – ისევე როგორც ომი არ უნდა არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არც ოპოზიციას, რომელსაც აბრალებს „ქართული ოცნება“. თუ ოპოზიციიდან ვინმე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ომი უნდა, ეს ისეთივე განცხადებაა, როგორ განცხადებასაც აკეთებდა და აკეთებს „ქართული ოცნება“, – ამბობს გოცირიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close