ეკონომიკა
საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა შემცირდა
ღორის რაოდენობა 6.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა კი 10.5%-ით შემცირდა.

მიმდინარე წელს, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის, ღორისა და ფრინველის სულადობა შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4 %-ით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5 პროცენტით შემცირდა და 9.2 მილიონი ფრთა შედგინა.