Sliderსაზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივა – შევაგროვოთ ქართულენოვანი წიგნები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებთათვის

შემოუერთდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის გადასაცემათ უნივერსიტეტთან ერთად შეაგროვეთ ქართულენოვანი წიგნები, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი წერს ფეისბუქზე.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის ხელშეწყობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტური პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად იწყებს ქართულ ენოვანი ლიტერატურის – წიგნები, ალბომები – შეგროვებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გადასაცემად.
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი ქართულ ენოვანი ერთი წიგნი მაინც გადასცეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, შეუძლიათ მოგვაწოდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის 224 ოთახში, ყოველ ოთხშაბათს 12-00 საათიდან 16-00 საათამდე;
საკონტაქტო პირი ნათია ძანძავა – მობილური 5 55 415 215″ – წერს ფეისბუქზე დავით ოქიტაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close