Slider

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 18 ივლისს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია.

„18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტში დღეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close