პოლიტიკა

„სამწუხაროა, რომ ეს ბანდიტი უკრაინაშია“- სააკაშვილისა და უკრაინელი აქტივისტის დაპირისპირება

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ აქტივისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომლის ამსახველ ვიდეოს „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

– თქვენ იყავით მარიუპოლში?

– არ ვაპირებ თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ.

– რატომ არ აპირებთ ანგარიშის ჩაბარებას, იცით, რომ ბოიჩენკო სეპარატისტი არის? აღმოფხვერით ქალაქ მარიუპოლის კონტრაბანდა და კორუფცია. აქ ჩამოდიხართ და ჰყვებით, როგორი კარგია იმ ადამიანთან, ვინც 2014 წელს დარბოდა და “დიდება დნრ-ს“ ყვიროდა.

– წადი აქედან, ბიჭი, მე თვითონ ვიცავდი მარიუპოლს.

– კარგით და ვისგან იცავდით მარიუპოლს?

– ვისგან იცავდით მარიუპოლს?

– ქართველ ოფიცრებთან ერთად ვიცავდი მარიუპოლს.

– წესიერად მელაპარაკეთ, მე თქვენი ბიჭი არ ვარ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აქ ატივისტებს იჭერენ. აი, ასეთი დეპუტატი ხართ. ამბობთ, უნდა ვიბრძოლოო, მარიუპოლი ბათუმის მსგავსად უნდა ავაშენოო. ბათუმი საქართველოში ააშენეთ!

– წადი აქედან!

– რა განერვიულებთ, გაუწონასწორებელი ხართ? ნუ მეხებით, მე ჩემს დისტანციაზე ვარ,
დახმარებას გთხოვთ, რომ ქალაქ მარიუპოლს დაეხმაროთ.

– არ დაგეხმარებით.

– და რატომ არ დამეხმარებით, მე საომარი მოქმედებების მონაწილე ვარ.

– არ მახსოვხართ.

– მეც არ მახსოვხართ, მხოლოდ ტელევიზორიდან მახსოვხართ, სახურავებზე რომ დარბოდით. მე
გეუბნებით, დაგვეხმარეთ, ქალაქ მარიუპოლში 52 სეპარატისტული მარკეტია, კონტრაბანდაა და ასე შემდეგ. ვის არ მივმართე, პრეზიდენტის ოფისს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

დიალოგის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონზე დაიწყო საუბარი. აქტივისტის თქმით, სავარაუდოდ, პოლიციას დაურეკა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ არავის არაფერში სჭირდებოდა.

ნახეთ ვიდეო: პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close