Slider

სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რესტორნები – ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

  • 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება
  • 8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება
  • ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა
  • 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close