მსოფლიო

სამეფო ოჯახის წესები – მენიუდან დედოფალ ელისაბედის მოთხოვნით ამოღებულია კარტოფილი, ბრინჯი და პასტა

მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს პირადი მზარეულების არმია ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოამზადონ, რასაც ის ისურვებს, აღმოჩნდა, რომ პრინც უილიამსა და მის ცოლს გარკვეული პროდუქტების მიღება „აკრძალული“ აქვთ.

სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეულისა და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარის, დარეკ მაკგრედის თქმით, მენიუდან დედოფალ ელისაბედის მოთხოვნით ამოღებულია კარტოფილი, ბრინჯი და პასტა, განსაკუთრებით კი ვახშამზე.

შეფ-მზარეულის განმარტებით, ეს წესი იმიტომ შემოიღეს, რომ დედოფალს ნახშირწყლები არ უყვარს და ვახშმის მენიუდან ის სამუდამოდ ამოიღეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close