პოლიტიკა

“სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია” – ელისაშვილი

სააკაშვილმა გუშინწინ გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან რომ მოვა, იმაზე უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.

„სიგიჟეა, რაც თქვა სააკაშვილმა, მოგიწოდებთ ჩემს მხარდამჭერებს, ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტი. იმ კომიტეტებმა რა უნდა ქნან? – ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? – რატომ მოუწოდებს ასეთი სიგიჟისკენ?

ნესტორ მახნო იყო ცნობილი უკრაინელი ანარქისტი, გულიაი–პოლე იყო მისი მშობლიური სოფელი, სადაც შექმნა სახელმწიფო. ამ გულიაი-პოლეში ნესტორ მახნო ჩადიოდა ზუსტად ასეთ რაღაცებს. იტყოდა, წამოდი, ახლა დავეცეთ იმ ქალაქს და დაეცემოდნენ. შევარდებოდნენ, გადაწვავდნენ ჟანდარმერიას. აღარ არის მახნოს დრო, მახნო ჰგონია თავისი თავი.

სააკაშვილმა გუშინწინ გვითხრა, რომ სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, რადგან რომ მოვა, იმაზე უარესს ჩაიდენს რასაც ჩადიოდა. გირგვლიანის საქმე არ არსებობსო და 7 ნოემბერს მე რა შუაში ვიყავიო, ვანო მერაბიშვილი წარმართავდაო პროცესსო. ეს ხელის შეწმენდაც ხომ ლაჩრების საქმეა. მანამდე თქვა, მეგის ქარდავა საერთოდ არ ვიცი ვინააო”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არ შეცვლილა.

„კატასტროფა იყო გუშინწინ რაც ილაპარაკა სააკაშვილმა, არანაირ სინანულს არ ველოდი, არანაირი მაღალი წარმოდგენა მასზე არ მაქვს, უბრალოდ, მან თავის თავს გაუკეთა ძალიან ცუდი რამ. გამოვიდა და თქვა, რომ არ შევცვლილვარ, რა სადისტიც ვიყავიო ის სადისტი დავრჩიო. სადისტის გარდა ვერავინ ვერ იტყვის, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს. შენ დროს, რომ ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს და წამებაში მოკლეს შენმა მაღალჩინოსნებმა და მერე შენ ხელს რომ აფარებდი წელიწადნახევარი და ერთხელ არ მოგინდა დაგერეკა ირინა ენუქიძისთვის, ამას რომ ჩაიდენ, სადისტი ხარ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close