საზოგადოება

“სააკაშვილის წინადადებები უკუნეთ და ნისლიან ღამეში მარტოსული ციცინათელას გაელვებას ჰგავდა”

“ფრანკფურტში შეხვედრა იყო
ევროპაპარლამენტის რამდენიმე გერმანელ პოლიტიკოსთან და მიხეილ სააკაშვილთან.
ძალიან შთამბეჭდავი იყო ევროპის პარლამენტარების საუბრები.
ფსიქიატრიაში არის ასეთი ტერმინოლოგია, რომელსაც ჰქვია ლოგორეა,
ანუ შეგიძლია ისაუბრო რამდენიმე საათი ისე, რომ საერთოდ არაფერი თქვა.
მიშა სააკაშვილის კონკრეტული წინადადებები უკუნეთ და ნისლიან ღამეში მარტოსული ციცინათელას გაელვებას ჰგავდა.
ვიტყოდი რომ იყო,
დაკარგული დრო, დაკარგული საათები, დაკარგული ილუზიები,
რომ არა მეგობრების უბრალოდ ნახვა
და განსაკუთრებით კი
რომ არა ერთობლივი გზა ჩემს მეგობარ ალექსანდრე აბესაძესთან ერთად.
ალექსანდრე გერმანიაში განათლებამიღებული პოლიტოლოგია,
მუშაობდა ბუნდესტაგის ქრისტდემოკრატი პარლამენტარის ბიუროში,
იყო რამდენიმე შტიფტუნგის სტიპენდიატი რეგიონალური და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ეგიდით,
იყო ბრიუსელში უსაფრთხოების სამუშაო წრის, გერმანულად არბაიტსკრაის, წევრი და არაერთი საინტერესო, კონკრეტული სემინარისა და სპეციალიზირებული დახელოვნების კურისის თანამონაწილეც და რეფერენტიც უდაფრთხოების საქმეში.
ძალიან ბევრი ვისაუბრეთ რეგიონალურ, სახელმწიფოებრივ, შიდასახელმწიფო, თავდაცვით, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე.
გრანდიოზული თემებია და ალბათ ყველაფრის გაგებას, ყველაფრის გააზრებას სპეციალურ ცოდნასთან ერთად ესაჭიროება დრო, ალბათ წლები.
რამდენიმესაათიან მანქანით მგზავრობაში ძნელია ჩაატიო ეს ყველაფერი,
რაა უსაფრთხოება, სულერთია რამხრივი და რა მექანიზმებს ეფუძნება ის?
მართლა ფიზიკურად ძლიერი და ტერიტორიულად დიდი და მოსახლეობით ჭარბი უნდა იყო ქვეყანა, რომ ეკონომიკა, ეკოლოგია უდაფრთხო იყოს?
მაინც მოახერხა ალექსანდრემ და სულ რამდენიმე სიტყვით ამიხსნა, თუ რას ეფუძნება ქვეყნის უსაფრთხოება, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
იმდენად ლაკონური, გასაგები და ჩემთვის იმპოზანტური იყო მისი ახსნა, რომ არ შემეძლო არ დამეწერა ამაზე.
სახელმწიფოს უსაფრთხოებას ფუნქციონირებადი სახელმწიფო ესაჭიროება.
ფინქციონირებადი სახელმწიფოს უპირველესი ნიშანი ფუნქციონირებადი მოქალაქეა.
მოქალაქე კი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი, თუკი მას სახელმწიფოში და სახელმწიფოსათვის აქვს ფასი, თუკი სახელმწიფოსათვის მოქალაქე ღირებულია,
აი ასეთ სახელმწიფოს აქვს უნარი, მიუხედავად ზომისა და სიმდიდრისა, ორგანიზება გაუწიოს საკუთარ უსაფრთხოებას და განვითარდეს.
ისევე როგორც რეგიონალური უსაფრთხოებისათვის თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მონახოს საკუთარი ფუნქცია და ნიშა,
ასევეა შიდასახელმწიფო დონეზე, რომ
ყველა ჯგუფმა, იქნება ეს რელიგიური, თუ სოციალური, თუ პოლიტიკური, ეთნიკური თუ ინდივიდუალური, ან თავად ინდივიდი,
ყველამ უნდა მონახოს საკუთარი ფუნქცია, და ყველას უნდა მოენახოს საკუთარი ფუნქცია – სახელმწიფოებრიობის მიმართებაში არსებული ფუნქცია.
ამას მოახერხებს სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მისთვის, სახელმწიფოსათვის მისი თითოეული მოქალაქე წარმოადგენს ფასეულობას.
იმისდა მიხედვით, თუ რა ,,ფასს ადებს,, ხელისუფალი ზოგადად მოქალაქეს, განისაზღვრება სახელმწიფოს უნარი, თუ რამდენად შეძლებს ეს სახელმწიფო საკუთარი უსაფრთხოების ორგანიზებას.
ამ სიტყვების მერე ალბათ არაა ძნელი წარმოსადგენი,
თუ რატომ გარბის საქართველოდან ხალხი, რატომ არ გრძნობს საქართველოში ადამიანი თავს არც ფასეულად და არც დაცულად.
როცა სახელმწიფო და ხელისუფალი მოქალაქეს ფასად და მოქალაქეს ფასეულობად კარტოფილს და ხახვს დაადებს,
გექნება კარტოფილისა და ხახვის ფუნქციის სახელმწიფო,
სხვას ვერაფერს ააშენებ, გინდაც მილიარდობით ინვესტიცია მოგცეს ვინმემ.
საქართველოში მოქალაქის ფასი კარტოფილია და ამიტომაც, მოქალაქის ფუნქციაც კარტოფილია,
კარტოფილის ფუნქცია კი ისაა, რომ შეიჭმება, ვიღაცა დანაყრდება კარტოფილით და ესაა საქართველოში მოქალქის ის ფუნქცია, რომელიც მას პოლიტიკამ და სახელმწიფომ მიუჩინა – ვიღაცის დასანაყრებელი ფუნქცია და როლი.
სანამ ადამიანი თავად არ იტყვის უარს ამ როლზე, მანამ არ გამოვა, მანამ უბრალოდ შეუძლებელია რაიმე ღირსეულის და საწინაოს შექმნა” – წერს ფეისბუქზე იაგო ფრანგიშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button