მსოფლიო

რუსი უროლოგების აზრით, ბილ კლინტონის დაავადება აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდება

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტი ბილ კლინტონი კალიფორნიის „ირვინის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს. ექიმებმა ყოფილ პრეზიდენტს სისხლის ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სავარაუდოდ, საშარდე გზების ინფექციამ გამოიწვია.

კლინტონის ექიმები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე და ორდღიანი მკურნალობის შემდეგ მისი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. ექიმების განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი „საავადმყოფოში უწყვეტი მონიტორინგისთვის რჩება”.

რუსი უროლოგები ფიქრობენ, რომ საშარდე გზების ინფექცია, რომელმაც სისხლის მოწამვლა გამოიწვია, ბილ კლინტონის აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას უკავშირდება.

”პროსტატის ჯირკვლის ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება პროცესის გამწვავება გამოიწვიოს. თავად პროსტატიტს შეიძლება თან ახლდეს მაღალი ცხელება, შარდის შეკავება და აუცილებლად ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს“ – აღნიშნა უროლოგმა ვლადიმერ სტეპანოვმა ტელეარხ “360” –თვის მიცემულ ინტერვიუში. უროლოგმა 75 წლის კლინტონის თეთრი სახლის თანამშრომელთან, მონიკა ლევინსკისთან რომანი გაიხსენა, რომელმაც სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა, თუმცა, დროული მკურნალობით,  ინფექციისგან გამოჯანმრთელდეს შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში.

უროლოგი ევგენი გრეკოვის აზრით, კლინტონის დაავადება შარდის ბუშტში კათეტერის დაყენებითაა გამოწვეული. „სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტს შარდვის ქრონიკული პრობლემები აწუხებს.  კარგია, რომ სეფსისის შემდეგ ცოცხალი გადარჩა.  ეს ძალიან რთული დაავადებაა ” – დაასკვნა მან.

შეგახსენებთ, რომ ბილ კლინტონი აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი იყო და ქვეყანას 1993-2001 წლებში მართავდა. კლინტონი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close