ეკონომიკა

რუსეთის ცენტრალური ბანკი მობილიზებული პირებისთვის სესხების გადავადებას ითხოვს

რუსეთის ცენტრალური ბანკი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ პუტინის განკარგულებით მობილიზებულ რუსებს „საკრედიტო არდადეგები“ მიანიჭონ. ამის შესახებ ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

მობილიზებულებს ან მათზე დამოკიდებულ ახლო ნათესავებს შეუძლიათ, ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გადახდების გადავადების, ასევე, მათი ზომის შემცირებისთვის მიმართონ. ეს მობილიზაციის პერიოდისთვის ყველა სახის სესხს, მათ შორის იპოთეკურ სესხებსაც შეეხება. ცენტრალური ბანკი ასეთი მსესხებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მათთვის სპეციალური „სასესხო არდადეგების“ ან რესტრუქტურიზაციის პროგრამების შემუშავებას მოითხოვს.

ამასთან, ცენტრალური ბანკის რეკომენდაციით, უკრაინის ომში მობილიზებულ პირებს სასესხო ხელშეკრულებების საფუძველზე ჯარიმები არ უნდა დაერიცხოთ, არ უნდა მოეთხოვოთ სესხის ვადამდე დაფარვა და მათგან ვადაგადაცილებული დავალიანება არ უნდა ამოიღონ. ასევე, ეს პირები მანამდე ჩამორთმეული იპოთეკური საცხოვრებლიდან არ უნდა გამოსახლდნენ.

ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ მომავალში „სპეციალური საკრედიტო არდადეგები“ შესაძლოა, კანონით განისაზღვროს.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close