მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის საგარეო უწყებაში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს უკრაინიდან რუსი დიპლომატების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე რუსეთის საელჩო საშტატო რეჟიმში მუშაობს“.

მანამდე ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო.

გამოცემის ცნობით, კიევში მდებარე რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატთა ნაწილის ცოლები და შვილები 5 იანვარს მოსკოვში გაემგზავრნენ. უკრაინასა და აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დიპლომატთა ოჯახების ევაკუაცია შესაძლოა, იყოს პროპაგანდის ნაწილი, თავდასხმისთვის მზადება ან შეცდომაში შემყვანი ნაბიჯი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close