ეკონომიკა

რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის -17%-იანი ვარდნა ექნებოდა მოსალოდნელი – ჭარაია

რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესების შემთხვევაში ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების გზით, ყველაზე უარეს შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკის -17%-იანი ვარდნა ექნებოდა მოსალოდნელი, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ეკონომიკურმა მრჩეველმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ ჩაატარეს კვლევა, რომელმაც შეისწავლა, თუ რა შედეგს მოიტანდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების უშუალოდ, ინდივიდუალურად, ერთი-ერთზე დაწესება.

ჭარაიას განმარტებით, აღნიშნული კვლევით ისინი არ აცხადებენ, რომ რუსეთს უნდა დაუწესდეს თუ არ უნდა დაუწესდეს სანქციები, რადგან ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტია.

„მკვლევრებმა დავდეთ ანალიზი, რომ რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესების შემთხვევაში ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების გზით, ყველაზე უარეს შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკის -17%-იანი ვარდნა იქნებოდა მოსალოდნელი; საშუალო სცენარის შემთხვევაში – -10%-იანი ვარდნა, ხოლო ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში – 4% იქნებოდა საქართველოს 2022 წლის შედეგი, ანუ 4%-იანი ვარდნა.ეს არის რიცხვები, რომელიც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, გვიღირს, თუ – არა სანქციების დაწესება“, – განაცხადა ჭარაიამ.

მისი თქმით, მათ კვლევაში გამოყენებული გასალა „საქსტატისა“ და გაეროს საერთაშორისო მონაცემებიდანაა აღებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close