პოლიტიკა

როცა მრავალმილიონიანი საათი გიკეთია მაჯაზე… – გიგი უგულავა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმიანება:

“რუსეთში სატელევიზიო ომი დღეს დამთავრდა. “Зомби Ящик”- თან თბილად ჯდომა და ურა! ურას! ძახილი დამთავრდა. პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. აწი რუსი მამაკაცების დიდი უმრავლესობა ომში გაწვევას სავალდებულო წესით ექვემდებარება. ომი რუსებისთვის სატელევიზიო შოუს მაგივრად სავალდებულო რეალობად იქცა. რუსეთის რეგულარული, მსოფლიოში მეორედ წოდებული, არმია განადგურებულია. შეშინებული და უმოტივაციო რეზერვისტები უბრალოდ საზარბაზნე ხორცია და მხოლოდ გადაავადებს რუსეთის გარდაუვალ მარცხს

მეორე “მირაჟი” რაზეც დიქტატორმა პუტინმა ისაუბრა ე.წ. “რეფერენდუმების” მხარდაჭერაა. აქაც სრულ ილუზიაშია რუსეთი. თუ 24 თებერვლამდე ტერიტორიის ფორმალური მიერთება, მაგალითად ყირიმის, რუსულ წარმოდგენაში დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა და მასზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად განიხილებოდა, ომის დაწყების მერე ეს რეალობა ყოველდღიურად იცვლება. რეფერენდუმები ქაღალდის ფასად არ ღირან. რუსეთი ამ რეალობას ჯერ ვერ აღიქვავს.
ერთად-ერთი რაც პუტინს ორ სამ თვეში დარჩება ატომური ბომბია. ამიტომაც იმუქრებოდა დღეს. Это не Блеф – გვამცნო მან, თუმცა მის გამოყენებას სხვა “კოხონეს” სჭირდება. როცა მრავალმილიონიანი საათი გიკეთია მაჯაზე, ატომურ ღილაკზე ხელის დაჭერა რთულია
Slavaukraine.”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close