Sliderპოლიტიკა

როდესაც პოლიტიკური ლიდერი ხარ, თან იძახი, რომ „ჩამოვედი გმირად და თქვენს დასახსნელად“, მერე ეუბნები იმას, ვისაც შენ თვითონ უწოდებ ქვეყნის მტერს, რომ „დავივიწყებ ჩემ სამშობლოს, ოღონდ მე გამიშვი“, ეს კატასტროფაა – ბოკერია

გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ეს ამბავი: ივანიშვილის რეჟიმის მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკის ნაწილში, ვითომ სააკაშვილს საქმეს უკეთებენ, თავისი ღალატის „გასაპრავებლად“ და ყველა ეს ხალხი – თაკო ჩარკვიანები, ხაჭაპურიძეები, გუბაზი განასახიერებენ ფასეულობითად, ყველაფერ იმას, რის წინააღმდეგაც „ვარდების რევოლუცია“ იყო.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილს უფლება აქვს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლოს, თუმცა, როდესაც ის პოლიტიკური ლიდერია და აცხადებს, რომ დაივიწყებს სამშობლოს, ოღონდ გაუშვან, ეს კატასტროფაა.

„მორალური და პოლიტიკური კატასტროფაა ივანიშვილისთვის მოწყალების თხოვნა. სააკაშვილს მივიჩნევ პოლიტიკურ პატიმრად და ამას ადასტურებს თავად მმართველი გუნდი თავისი დამოკიდებულებით. როდესაც მძიმე დეპრესიაშია ადამიანი, ან სხვა დაავადებები აქვს, მისი ხსნა, როგორ შეიძლება, რომ ვინმეს არ უნდოდეს?! სააკაშვილს, როგორც ყველა ადამიანს, უფლება აქვს, რომ თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად იბრძოლოს, ოღონდ, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ხარ, თან იძახი, რომ „ჩამოვედი გმირად და თქვენს დასახსნელად“, მერე ეუბნები იმას, ვისაც შენ თვითონ უწოდებ ქვეყნის მტერს, რომ „დავივიწყებ ჩემ სამშობლოს, ოღონდ მე გამიშვი“, ეს კატასტროფაა.

არ არის შემთხვევითი, გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ეს ამბავი: ივანიშვილის რეჟიმის მხარდაჭერა უკრაინის პოლიტიკის ნაწილში, ვითომ სააკაშვილს საქმეს უკეთებენ, თავისი ღალატის „გასაპრავებლად“ და ყველა ეს ხალხი – თაკო ჩარკვიანები, ხაჭაპურიძეები, გუბაზი განასახიერებენ ფასეულობითად, ყველაფერ იმას, რის წინააღმდეგაც „ვარდების რევოლუცია“ იყო. ეს არის შედეგი იმისი, რაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ უნდა დაემსგავსოს „ოცნებას“ და ივანიშვილს, რომ მოიგოს – ეს დამთავრდა სრული კრახით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close