სხვადასხვა

როგორ შექმნა სალვადორ დალიმ ჰოლივუდის სექს-სიმბოლოსგან ილუზიური ოთახი

ცნობილია, რომ სალვადორ დალი თავის ტილოებზე ადამიანებსა და სამყაროზე სრულიად განსხვავებულად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიურეალისტური სტილით ასახავდა. სწორედ ასეთ ნამუშევრებს მიეკუთვნება დალის გრძელი სახელწოდების მქონე სურათი „მეი უესტის სახე, გამოყენებული სიურეალისტურ სურათად“. თუ ტილოს ოდნავ დაშორდებით და ისე შეხედავთ, მასში სკანდალური და ეპატაჟური ჰოლივუდელი ვარსკვლავის ნაკვთებს ამოიცნობთ.

Слева: Картина, написанная Сальвадором Дали, справа: голливудская актриса Мэй Уэст.
ვინ იყო მეი უესტი (mae west) და რატომ გადაწყვიტა დალიმ მისი დახატვა?
თავის დროზე, მეი უესტს ჰოლივუდის მთავარ სექს-სიმბოლოს უწოდებდნენ. მსახიობის პოპულარობა გარკვეულწილად, იმით იყო განპირობებული, რომ თავის ფილმებში სექსზე ღიად საუბრობდა. სკანდალურ და ენამოსწრებულ მსახიობს, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ ამერიკას სექსი ასწავლა, მიაკუთვნებენ სიტყვებს: „ჩემი მარცხენა ფეხი შობაა, მარჯვენა – აღდგომა და რატომ არ უნდა შემოიაროთ ჩემთან ამ დღესასწაულებს შორის?“, „ჯიბეში პისტოლეტი გიდევთ თუ უბრალოდ, ჩემმა დანახვამ გაგახარათ?“, „როგორი კარგი ვარ. ძალიან კარგი ვარ, მაგრამ ცუდი კიდევ უკეთესი“. მსახიობი ამორალობის ბრალდებით დაპატიმრებულიც გახლდათ, თუმცა პატიმრობამ მხოლოდ უფრო პოპულარული გახადა.

Мэй Уэст - скандальная и эпатажная дива Голливуда. | Фото: ust-ilimsk.su.
მეი უესტის იდეალი დედოფალი ეკატერინე მეორე გახლდათ, რომელსაც სამი ათასამდე საყვარელი ჰყავდა და ოცდაათ მილიონ ადამიანს მართავდა. დაქორწინებული მსახიობი თავადაც არ იკლებდა საუბარლებს და ქმარს ხშირად სხვა მამაკაცების ლოგინებიდან უწევდა მისი გამოთრევა. სავარაუდოდ, სწორედ ამორალური ცხოვრების წესით შეძლო მეი უესტმა სიურეალისტი მხატვრის ყურადღების მიპყრობა. სურათი „მეი უესტის სახე, გამოყენებული სიურეალისტურ სურათად“ 1934-1935 წლებში შეიქმნა, თუმცა 40 წლის შემდეგ, მხატვარმა მისი რეალობაში განხორციელება გადაწყვიტა. მხატვრის ჩანაფიქრი არქიტექტორმა ოსკარ ტუსკეტსმა განახორციელა და მეი უესტის სახე კატალონიის ქალაქ ფიგერასში მდებარე დალის სახლ-მუზეუმში ოთახ-ილუზიად იქცა: თვალები – სურათებია, ცხვირი – ბუხარი, ფარდები – მსახიობის კულულები, მსხვილი ტუჩები კი კაშკაშა დივანი.

Комната под другим углом. | Фото: art-assorty.ru.
ოთახის პრეზენტაცია 1974 ლის 28 სექტემბერს მოხდა. ყველა ფრაგმენტი რომ ერთ მთლიანობად შეიკრას, აუცილებელია, მნახველი ინსტალაციის წინ, ცენტრში დადგეს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ადამიანები ასეთ დივანს დღემდე უკვეთავენ საკუთარი აპარტამენტებისთვის.

Комната в виде лица голливудской актрисы Мэй Уэст. | Фото: blog.fcs-spb.ru.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close