სხვადასხვა

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კორონავირუსი გადაიტანეთ?- ექიმებმა 5 მოულოდნელი სიმპტომი აღმოაჩინეს

ფრჩხილების მდგომარეობა შეიძლება გადატანილ კორონავირუსზე მიანიშნებდეს. დაავადების მოულოდნელ სიმპტომებზე The Mirror- წერს.

ექსპერტების აზრით, კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ადამიანს შეიძლება ფრჩხილებზე მკაფიო ჰორიზონტალური ხაზები გაუჩნდეს. ფრჩხილების ძირში არსებული ჩაღრმავება ან წითელი, ნახევარმთვარის მსგავსი ლაქებიც დაავადების შესაძლო ნიშნებია. ექიმების აზრით, ფრჩხილის ნარინჯისფერი დაბოლოება ან ფრჩხილი დაკარგვაც საყურადღებო ნიშანია, ამიტომ ექიმთან ვიზიტი უნდა დაგეგმოთ.

ლონდონის სამეფო კოლეჯის წამყვანმა მკვლევარმა ტიმ სპექტორმა  აღნიშნა, რომ ფრჩხილის ცენტრში ფართო თეთრი ხაზი ასევე გადატანილი დაავადების ერთ-ერთი მაჩვენებელია.

47 წლის ესპანელმა პაციენტმა ფრჩხილების უცნაური ცვლილება კორონავირუსის დადასტურებიდან 45 დღის შემდეგ შენიშნა. კანადელმა ექიმებმა საუდ ალობადიამ და ჯოზეფ ლამმა პაციენტების ფრჩხილებზე ჰორიზონტალური, ხუთ მილიმეტრამდე სიგანის ზოლები შენიშნეს. ექსპერტების ვარაუდით, პირველი ასეთი სიმპტომი 45 წელს გადაცილებლი მამაკაცის ფრჩხილებზე შენიშნეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close