მსოფლიო

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის სამხედრო დახმარების აუდიტის მოთხოვნით რეზოლუცია წარმოადგინა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის სამხედრო დახმარების აუდიტის მოთხოვნით რეზოლუცია წარმოადგინა. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კონგრესმენების უმეტესობა მხარს უჭერს, თუმცა მარჯორი ტეილორ გრინის რეზოლუცია გამოხატავს იმ რესპუბლიკელთა პოზიციას, რომლებიც მთავრობის ხარჯების მეტ ზედამხედველობას მოითხოვენ.

ტეილორ გრინმა კანონპროექტი პრივილეგირებული რეზოლუციის სახით წარმოადგინა. ეს ნიშნავს, რომ ის თავდაპირველად შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. თუ მას 14 დღის განმავლობაში არ განიხილავენ, ავტორს ექნება უფლება, დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრაზე დააყენოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close