Sliderსამართალი

“რა მოხდა, არავინ არ იცის ჯერჯერობით”… საგარეჯოს სპეცოპერაციის ქრონოლოგია

თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.

მასთან დაკავშირებით მედიასთნ  შემთხვევის ადგილას ჩასულმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა:

,,მოქმედი სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2016 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული.

ნოდარ ათუაშვილი

პირველადი ინფორმაციაა და ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ 21 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს…

რა მოხდა, არავინ არ იცის ჯერჯერობით… სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება. მოუწოდეს, რა თქმა უნდა, კიდევ გასროლა გააკეთა რამდენიმე, როდესაც კარები შეაღეს, უკვე პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო რომ შევიდნენ. საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს…, – თქვა გომელაურმა. 

საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანი “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ერთი დაჭრილი ქალი გადაყვანილია თბილისში. მას დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას უტარდება ოპერაცია. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტო, საგარეჯოში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვატანგ გომელაურმა საგარეჯოში მომხდარი თავდახმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი და ერთი ჩვენი თანამშრომელია, სამწუხაროდ. 5 ადამიანია დაჭრილი, ერთი-ერთი არის მძიმედ, ოპერაცია უტარდება. ექიმები ვერ გვეუბნებიან რა სიმძიმისაა, არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან გადარჩება თუ არა. შემთხვევას ვერ ვხსნით ვერავინ თუ რა მოხდა. იმ მოქალაქის სახლში, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, მისი სრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. მსროლელმა ჯერ აივნის, შემდეგ კი მეორე მხრიდან დაიწყო სროლა, რის შემდეგაც შვილმა დატოვა სახლი, გამოვიდა. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, შემდეგ მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ვიცით და ოპერატიულად დაგვიდასტურეს, რომ დამნაშავე მოქმედი სამხედროა არაა, 2006 წლიდან მუშაობდა 2021 წელს არის წამოსული სამხედრო სამსახურიდან. როგორც დაგვიდასტურეს ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა ჯერჯერობით არავინ იცის. სპეცდანიშნულების რაზმის ჩამოსვლისთანავე მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, დამნაშავემ კიდევ რამდენიმე გასროლა განახორციელა, როდესაც კარი შეაღო რაზმმა, გასროლის ხმა გაისმა და დამნაშავე საწოლზე გადაწოლილი, გვერდით ცეცხლსასროლი იარაღით დახვდათ, თავიდან სისხლი მოსდიოდა. ადგილზე ასევე ნახეს ხელყუმბარის რამდენიმე რგოლი, შეიძლებოდა ის იყო დანაღმული, გამოვიძახეთ გამნაღმველები, რომლებმაც ახლა დაასრულეს მუშაობა. შვილი ვერაფერს გვეუბნება. მისი თქმით, რომ გამოვიქეცი სახლიდან გვამები უკვე ძირს იყო დაგდებულიო. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხვა. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში შემოყვანილია ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი გარდაცვლილი, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„ინციდენტის შედეგად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში შემოყვანილია ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გარდაცვლილ მდგომარეობაში შემოიყვანეს საავადმყოფოში. ოთხის მდგომარეობა სტაბილურია, უტარდებათ შესაბამისი ქირურგიული დამუშავებები საოპერაციო ბლოკში, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რომელსაც მუცლის ღრუში ცეცხლსასროლი იარაღით შემავალი ჭრილობა აქვს. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. ერთ-ერთ პაციენტს ზედაპირული ტრავმა ჰქონდა თვალის მიდამოში და შესაბამისი სერვისის მიზნით გადაყვანილია პროფილურ კლინიკაში, თბილისში, მსუბუქი დაზიანებით“,- განმარტა საავადმყოფოს დირექტორმა.

ხაზგასმით: 

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომლთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close