მსოფლიო

რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს – სერბეთის პრეზიდენტი

სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, ქვეყნის არმიის გენშტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ დაძაბულობის შეწყვეტისთვის.

„მჯერა, კარგი ამბები გვექნება. იმედი მაქვს, ხვალ იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. ძალისხმევა იხარჯება დაძაბულობის დასამშვიდებლად. რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

მედიის ცნობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close