პოლიტიკა

„რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე, ამის არავის სჯერა“ – ზაალ უდუმაშვილი ვირუსის გავრცელებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების ის დინამიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

უდუმაშვილის განმარტებით, აქციები ღია სივრცეში იმართებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობის მატებაში ოპოზიციის ბრალეულობის არავის არ ჯერა.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და თავის მოწონების გარდა არაფერს არ აკეთებდნენ, როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას და ამის შემდეგ სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ასეთი რაოდენობისათვის. ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ ჯერა, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, არ იციან როგორ მართონ პანდემია და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close