საზოგადოება

რატომ მაკრიტიკებენ ვერ ვხდები, ჩვენ, ამ ადამიანმა რაც გააჟღერა, გამოვიტანეთ და ვთქვით – ხაჭაპურიძე

მე ვთხოვე მარიამ ჯიშკარიანს, შევიდეს და ფოტო გადაუღოს მიხეილ სააკაშვილს, მას აქვს ამის უფლება. ეს ის სააკაშვილი არ არის, რომელსაც ბოლო პროცესებზე ვხედავდით

ჩემი ინტერესი და პროფესიული მოვალეობა იწყება და მთავრდება ხელშეკრულებაში მითითებული საკითხებით. ხელშეკრულება ასე მაქვს დადებული – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გამოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, ამ ამოცანაში პარტიის დაშლა თუ იგულისხმება, ადვოკატმა უპასუხა: არა!

“საიდან მოიტანეს ეს. ერთი განცხადება არ გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენს ფუნქციებში ეს არ შედის. ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგ ხალხს პოლიტიკაში, არის იქ რამდენიმე, რომელთანაც მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. შორს ჩვენგან პოლიტიკა, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე, რომელიც დამიჯერეთ… არ მინდა მძიმე სიტყვები ვიხმარო, ნებისმიერ დროს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად. ამიტომ, ეს არის ჩვენი ინტერესი და ნაცმოძრაობა რას გააკეთებს, ერთმანეთში როგორ მორიგდებიან, რა პოლიტიკა ექნებათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენ ამისგან შორსა ვართ. არც ვაპირებთ ამ საკითხებში ჩარევას”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, გააკეთებს თუ არა სააკაშვილი საჯარო განცხადებას, რითაც ის ნაცმოძრაობის წევრებისაგან კრიტიკას ააცილებდა ადვოკატებს, შალვა ხაჭაპურიძემ უპასუხა:

“ნაცმოძრაობის მხრიდან ჩემი კრიტიკა არ ახალია. დამიჯერეთ ეს ხალხი, რომ მაკრიტიკებს, მლოცავს, დამიჯერეთ. რაც მეტს გააკეთებენ, მით მემატება მოტივაცია. თუმცა რატომ მაკრიტიკებენ, ვერ ვხდები. ჩვენ ამ ადამიანმა რაც გააჟღერა გამოვიტანეთ და ვთქვით, თუ რამე უნდათ გაარკვიონ, შევიდნენ, კითხონ… ჩემი საქმე არაა ეს, ჩემი საქმეა გამოვიყვანო ციხიდან. კიდევ ბევრ რამეს ვერ ვამბობ, სასამართლო პროცესზე გამოჩნდება… მე ვთხოვე მარიამ ჯიშკარიანს, შევიდეს და ფოტო გადაუღოს მიხეილ სააკაშვილს, მას აქვს ამის უფლება. ეს ის სააკაშვილი არ არის, რომელსაც ბოლო პროცესებზე ვხედავდით”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close