Slider

რატომ თქვა რობერტ დე ნირომ ქრისტეს როლზე უარი და რატომ ვერ უძლებენ მსახიობები ასეთ გარდასახვას?

ბიბლიური თემები ხელოვნებაში ყოველთვის ყველაზე გავრცელებული იყო. ფილმები იესო ქრისტეზე თითქმის კინოს დაბადებასთან ერთად გამოჩნდა და მას შემდეგ სახარებისეული ისტორიების მრავალი ინტერპრეტაცია შეიქმნა. ხელოვან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ  ქრისტეს როლი ყველაზე რთული, საინტერესო და მნიშვნელოვანია მათ შორის, რაც კი შეიძლება მსახიობმა შეასრულოს. იმდენად რთული, რომ ამ როლზე ცნობილმა ვარსკვლავებმა რიჩარდ ბარტონმა და რობერტ დე ნირომაც კი უარი თქვეს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისი მცდელობაც წარმატებული აღმოჩნდა..

Генри Уорнер | Фото: anna-rulevskaya.livejournal.com

პირველად, მაყურებელმა მესია ეკრანებზე 1897 წელს, ამერიკულ ფილმში იხილა, სადაც მთავარი როლი  ჯორდან ვილოშკომ შეასრულა. 1927 წელს გამოვიდა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ქრისტეზე, რომელშიც მთავარ როლს მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰენრი უორნერი ასრულებდა. გადაღებების დაწყებამდე მსახიობს კონტრაქტის გაფორმება მოუწია, რომლის მთავარი პირობა საზოგადოებრივ აქტიურობებზე უარის თქმა გახლდათ. უორნერს ეკრძალებოდა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მის პერსონაჟს ჩრდილს მიაყენებდა. კონტრაქტის მიხედვით,  ჩოგბურთის თამაშიც კი არასათანადო საქციელად ითვლებოდა. ყოველი გადაღების წინ მსახიობი გადასაღებ მოედანზე დაბურულ ფანჯრებიანი ავტომობილით მიჰყავდათ. პასუხისმგებლობის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ უორნერმა ვერ გაუძლო და ჩუმად სმა დაიწყო.  ფილმის კომერციული წარმატების მიუხედავად, ბევრმა კრიტიკოსმა ის მიწასთან გაასწორა. კრიტიკოსების აზრით, „უორნერის ქრისტეში ადამიანური არაფერი იყო, ის ხატს ჰგავდა და ფილმიც მხოლოდ ილუსტრაციად იქცა”.

Постеры фильма *Царь Царей*, 1927 | Фото: kino-teatr.ru

Макс фон Сюдов | Фото: kinozal.tv
მსგავსი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა მაქს ფონ სიდოვი, რომელმაც ქრისტეს როლი 1965 წელს შეასრულა. გადაღებები თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. მსახიობი ჩიოდა, რომ ამ დროის განმავლობაში მის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა. მეგობრებიც კი მისგან რაღაც  განსხვავებულ საქციელს ელოდნენ.  ამ წარმოუდგენლად რთული და საპასუხისმგებლო როლის შემდეგ სიდოვს ფსიქოლოგის დახმარება და 8 თვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა.

Кадр из фильма *Величайшая из когда-либо рассказанных историй*, 1965 | Фото: okino.ua

ესპანელი სტუდენტის ენრიკე ირასოკისთვის ქრისტეს როლი ფილმში “მათეს სახარება” კინოში დებიუტი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ენრიკე პროფესიონალი მსახიობი არ იყო, იტალიური კინოს კლასიკოსის, პიერ პაოლო პაზოლინის ფილმი ქრისტეს შესახებ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნამუშევრად აღიარეს. ამის შემდეგ, ენრიკემ კიდევ ორი ​​როლი შეასრულა და კინოს დაემშვიდობა. მოგვიანებით, ის ცნობილი მოჭადრაკე გახდა.

Энрике Ирасоки | Фото: kino-teatr.ru

ბიბლიური მოთხრობის ერთ-ერთი კანონიკურ ვერსიად ლეგენდარული რეჟისორის ფრანკო ზეფირელის 1977 წელს გადაღებული ფილმი „იესო ნაზარეველი“  აღიარეს, სადაც მთავარი როლი მსახიობმა რობერტ პაუელმა  შეასრულა. ამბობენ, რომ ვატიკანმა მას ფულიც კი შესთავაზა, რომ ფილმებში აღარასოდეს ეთამაშა, მაგრამ მსახიობმა ეს შეთავაზება უარყო და წარმატებული კინოკარიერა ააწყო.

Роберт Пауэлл | Фото: kino-teatr.ru

Кадры из фильма *Иисус из Назарета*, 1977 | Фото: kino-teatr.ru

1973 წელს ცნობილი როკ-ოპერის „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“ ეკრანიზაცია შედგა, სადაც  მთავარი როლი როკ მუსიკოსმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა ტედ ნილმა შეასრულა. საცდელ გადაღებებზე ის იუდას როლს ასრულებდა, თუმცა საბოლოოდ, ქრისტეს როლზე დაამტკიცეს. ამ როლისთვის ტედ ნილი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. თავდაპირველად, ბიბლიური სიუჟეტის როკ-ოპერის ჟანრში წარდგენის იდეა საშინელ მკრეხელობად მიიჩნიეს, მაგრამ მოგვიანებით იმდენად პოპულარული გახდა, რომ მსოფლიოს თეატრების სცენაზე დღემდე იდგმება.

Тед Нили | Фото: film.ru и kino-teatr.ru

На съемках фильма *Последнее искушение Христа*, 1988 | Фото: anna-rulevskaya.livejournal.com

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო მარტინ სკორსეზეს ფილმი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. რეჟისორმა ბიბლიური სიუჟეტის ორიგინალური ინტერპრეტაცია  და იმის წარმოდგენა შემოგვთავაზა ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო ქრისტე თუ ცოცხალი  გადარჩებოდა და ოჯახს შექმნიდა. ეკლესიამ არაერთხელ სცადა ფილმის ჩვენების აკრძალვა. რეჟისორს და მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს მორწმუნეთა რისხვა დაატყდათ. კრიტიკოსებმა ახალი აღთქმის ასეთ თავისუფალ ინტერპრეტაციას აშკარა მწვალებლობა უწოდეს. მოგვიანებით,  მსახიობმა უილემ დეფომ  აღიარა, რომ მხოლოდ წარმოუდგენელი თავხედობისა და ამპარტავნების წყალობით დაიჯერა, რომ ქრისტეს როლს გაუმკლავდებოდა – მანამდე ის ფილმებში მხოლოდ ნაძირალებს თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ქრისტეს როლს დეფომ თითქმის ჯანმრთელობა შესწირა. მისი მზერა რომ უფრო მეტყველი  ყოფილიყო, ვიზაჟისტები თვალებში გუგების გასაფართოებელ წვეთებს ასხამდნენ. გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობი დაბრმავდა, თუმცა, მოგვიანებით მხედველობა დაუბრუნდა.

Кадры из фильма *Последнее искушение Христа*, 1988 | Фото: 24smi.org и weburg.net

როდესაც „ქრისტეს ვნებების“ გადაღება დაიწყო, მელ გიბსონმა იცოდა, რომ  მისი ფილმი სკანდალური იქნებოდა.  მან მთავარ როლზე მიწვეულ მსახიობს ჯეიმს კევიზელს ჰკითხა: „ხომ გესმით, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ამ ქალაქში ვეღარ იმუშავებთ?” და ისიც მდუმარედ დაეთანხმა.
გადაღებების დროს კევიზელმა უამრავი დაზიანება მიიღო: მაკიაჟის სქელი ფენის გამო, სხეული წყლულებით დაეფარა და ძილიც კი არ შეეძლო. წამების სცენის გადაღებისას მათრახი ისე მოხვდა, რომ სამუდამო იარა დაუტოვა, მხარი ამოიგდო და თვალების ქვეშ სისხლჩაქცევები მიიღო.. სირთულეებისა და ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად, ეს როლი კევიზელის კარიერაში  ყველაზე ცნობილი გახდა და მოულოდნელი პოპულარობა მოუტანა. ფილმს რეალისტურად გადაღებული სცენების გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა და ის ერთ – ერთი ყველაზე სკანდალური და საკამათო ეკრანიზაცია გახდა კინოს ისტორიაში.

Джеймс Кэвизел | Фото: kino-teatr.ru и weburg.net

На съемках фильма *Страсти Христовы*, 2004 | Фото: afmedia.ru

Джеймс Кэвизел в фильме *Страсти Христовы*, 2004 | Фото: okino.ua

ქართველი მაყურებლისთვის ქრისტეზე გადაღებულ ფილმებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი 1979 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც ტელეეკრანებზე ტრადიციულად, ყოველ წელს გადის. ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ბრაიან დიკონია. ის 1949 წლის 13 თებერვალს ოქსფორდშირში დაიბადა. ბრაიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლიდან მუშაობდა ფანჯრების მწმენდავად, სატვირთო მანქანის მძღოლად და ახალგაზრდულ თეატრში დეკორატორად. მოგვიანებით, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა.  ფილმებსა და სერიალებში შესრულებული აქვს 30-ზე მეტი როლი. ქართველი მაყურებელი კი მას ფილმიდან „იესო“იცნობს.

Кадры - Брайан Дикон

Кадры - Брайан Дикон

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close