სხვადასხვა

რატომ ვერ მიიღო პრინცმა ფილიპმა მეფის ტიტული?

9 აპრილს უინძორის სასახლეში დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II- ის მეუღლე, პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი გარდაიცვალა.

ის 99 წლის იყო და ორ თვეში 100 წლის უნდა გამხდარიყო.

პრინცის ბიოგრაფიაში ბევრი საინტერესო ისტორიაა და ერთ-ერთი სწორედ იმას ეხება, რატომ ვერ გახდა ფილიპი მეფე.

საბერძნეთის მეფის, გეორგ I-ის შვილიშვილი ფილიპ მუნტბატენი პრინც ენდრიუს ოჯახში დაიბადა და დაბადებიდანვე საბერძნეთისა და დანიის პრინცის ტიტული ერგო.  მისმა ოჯახმა საბერძნეთი პოლიტიკური არეულობის დროს დატოვა. ფილიპმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ელისაბედი კოლეჯში სწავლის პერიოდში გაიცნო, მასთან 1947 წელს იქორწინა და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეცვალა.

Елизавета II и принц Филипп: история любви длиною в жизнь - BBC News  Русская служба

აღსანიშნავია, რომ ფილიპიც და ელისაბედიც დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილები არიან. ელისაბედი ვიქტორიას უფროსი შვილის, მეფე ედვარდ VII-ის ხაზით, ფილიპი კი ვიქტორიას სხვა შვილით — პრინცესა ელისით. ამასთან, ფილიპის დიდი ბაბუა, დანიის მეფე ქრისტიან IX, ელისაბედ II-ის ბაბუის ბაბუაც იყო. ამიტომ, პრინცი ფილიპი და დედოფალი ელისაბედ II ერთმანეთისთვის შორეული ბიძაშვილები გამოდიოდნენ.

საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად, მოქმედი დედოფლის მეუღლე მეფე არ გახდა. საქმე ისაა, რომ ელისაბედზე დაქორწინებისთვის, რომელიც იმ დროს დედოფალი არ იყო, ფილიპმა ყველა ტიტულზე უარი თქვა. ქორწილის წინ მეფე ჯორჯ VI მომავალ სიძეს ედინბურგის ჰერცოგის, მერიონეტის გრაფისა და გრინვიჩის ბარონის წოდება მიანიჭა.

1952 წელს, როდესაც მოქმედი მეფე გარდაიცვალა და ტახტზე ელისაბედ II ავიდა, პრინცი ფილიპი პრინცი-კონსორტი გახდა. სამეფო წესების მიხედვით, საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთის სამეფო ტახტს მხოლოდ კაცი მემკვიდრეები იკავებდნენ. იშვიათ შემთხვევებში თუ ხერხდებოდა, რომ ტახტზე ქალი ასულიყო, ამიტომ, პრინცი ფილიპი ინგლისის სამეფო ოჯახის არსებობის თითქმის ათასწლოვან ისტორიაში მხოლოდ მეხუთე კონსორტია.

Все ради короны: принц Филипп и главная жертва его жизни | Marie Claire

1952 წლიდან მოყოლებული, ფილიპმა თავი სამეფო ოჯახის მსახურებას მიუძღვნა და ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა. 2017 წელს ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ პრინცი სამეფო ოჯახის წევრის ფუნქციას აღარ შეასრულებს. ამავე დროს, ის დედოფალს ყველა ღონისძიების დროს თან ახლდა. წყვილს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი ჰყავს.

Кто есть кто в королевской семье Великобритании

პრინცი ფილიპი თითქმის 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასზე დიდხანს სამეფო ოჯახში მხოლოდ მისმა სიდედრმა – დედა დედოფალმა და პრინცესა ელისმა იცოცხლეს.

დედა დედოფალი 2002 წელს, 101 წლის ასაკში დაიღუპა. ელისს კი 103-ე დაბადების დღემდე ცოტაღა აკლდა, როცა 2004 წელს გარდაიცვალა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close