Sliderსაზოგადოება

რატომ ემალება პოლონელი ტურისტი ქართველ ჟურნალისტებს და რა ჭორები გაუვრცელეს მას?

"მსოფლიო მაქვს შემოვლილი, მაგრამ ასეთი პროვოკატორი და ინტრიგანი ჟურნალისტები ჯერ არსად მინახავს"

“ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო!
– გაავრცელეთ რადგან ვამხილოთ “მიუკერძოებელი” ტელევიზიები ტყუილში!
– გუშინ შემთხვევით ერთ ერთ სასტუმროში გავიცანი ის პოლონელი ჟურნალისტი-ბლოგერი-ტურისტი (იაცეკ კოლანკიევიჩი ), რომელიც თითქოსდა 5 ივლის დაჭრეს!
– სინამდვილეში ბლოგერი დაჭრილი არ ყოფილა! იყო ცემის ფაქტი და დაჭრის მცდელობა თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა!
– ბნი იაცეკი სრულიად ჯანმრთელი იმყოფება თბილისის ერთ ერთ სასტუმროში და ჩემს კითხვაზე ამ საღამო ჟამს რატომ არ სეირნობს თბილისში მან მიპასუხა ვციტირებ “ვემალები თქვენს ჟურნალისტებს”-ო…
– მე სიმართლე გითხრათ გამიკვირდა მისი ასეთი პასუხი და კითხვა ხელმეორედ დავუსვი რაზედაც ანალოგიური პასუხი მივიღე და იქვე დაამატა – “მე მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, მაგრამ ასეთი პროვოკატორი და ინტრიგანი ჟურნალისტები ჯერ არსად მინახავსო”!
– მართლაც რომ ტვ პირველის, ფორმულას და მთავარის მენეჯერებს სულ თავისუფლად შეუძლიათ წაიკითხონ უნივერსიტეტებში ლექციები პროვოკაციის ინტრიგნობის და ფეიკ ნიუსების საკითხში!
Ps მივმართავ იმ ტელევიზებს რომლებმაც ხალხი შეცდომაში შეიყვანა! მოგვატყუა! კეთილი ინებეთ და წარადგინეთ ამ ადამიანის ფორმა 100 სადაც ეწერება რომ დაჭრილია! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენივე ეთერის მეშვეობით მოუხადეთ საზოგადოებას ბოდიში ვნებათაღელვის გამოწვევის გამო!” – წერს ფეისბუქზე ლადო სადღობელაშვილი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close