სხვადასხვა

რატომ არ ეყოლება პრინც ჰარის და მეგან მარკლს ორ შვილზე მეტი?

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა –  36 წლის პრინც ჰარისა და 39 წლის მეგან მარკლს ქალიშვილი შეეძინათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი მეტი შვილის ყოლას აღარ გეგმავს და გადაწყვეტილებას მსოფლიოზე ზრუნვით ასაბუთებს.

Меган Маркл родила дочь. Вот какое имя дали девочке | Журнал Robb Report

ორი წლის არჩის პატარა დაიკოს, ლილიბეტ დიანას სახელი ბებიისა და დიდი ბებიის საპატივცემულოდ დაარქვეს. გოგონა ელისაბედ II- ის პირველი შვილიშვილია, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ დაიბადა.

უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელიც უკვე სამი შვილის მამაა, ჰარიმ ორ შვილზე გაჩერება გადაწყვიტა და საყვარელი ცოლიც მის პოზიციას  იზიარებს. სამაგიეროდ, თაყვანისმცემლებისთვის გაუგებარია რატომ ამბობს წყვილი კატეგორიულ უარს მრავალშვილიანი მშობლების ამპლუაზე. ფინანსური მხარე ხომ ამის საშუალებას იძლევა?

სასექსების მემკვიდრეებთან დაკავშირებით ინტერესი ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ გაიზარდა. საუბრის დროს, მეორე შვილზე ორსულმა მეგანმა მოჭრით განაცხადა: „ჩვენ მეტი შვილი აღარ გვეყოლება“. თავის მხრივ, ჰარიმ დაამატა: ”ჩვენი ოჯახი ოთხი ადამიანისა და ორი ძაღლისგან შედგება. ვფიქრობ, სრულიად საკმარისია“.

Неужели мир? Члены королевской семьи поздравили Меган Маркл и принца Гарри  с рождением дочери | StarHit.ru

ოპრასთან ინტერიუმდე დიდი ხნით ადრე, ანთროპოლოგ ჯეინ გუდოლთან მსოფლიოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრის დროს, ჰარიმ განაცხადა, რომ კაცობრიობის სასიკეთოდ, მემკვიდრეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს.

”იმ ულამაზესის ადგილებისა და ადამიანების დამსახურებით, რომლებსაც ცხოვრებაში შევხვდი, ბუნებასთან ძლიერი კავშირი ვიგრძენი. ახლა სამყაროს სულ სხვა რაკურსით ვუყურებ. ახლა მე ვიცი, რომ მაქსიმუმ, ორი შვილი მეყოლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შთამომავლობას უკეთესი მსოფლიო დავუტოვო“ – განაცხადა პრინცმა.

Дочь Меган Маркл и принца Гарри: как проходила беременность и что ждёт Лилибет  Диану - MainStyles.ru

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close