საზოგადოება

„რატომ არის შეტევა ტექნიკურ უნივერსიტეტზე და მის რექტორზე? იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ წართმეულის დაბრუნებას“ – კარლო კოპალიანი

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციას შოუს უწოდებს.

კოპალიანმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც აქციის ორგანიზატორი მიხელ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან ერთად არის.

„რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ეს არის შოუ, რომელიც დადგა იმ ხალხმა, ვისაც ეხერხება შოუების დადგმა. როდესაც კრიმინალებზე და კორუმპირებულ ადამიანებზე საუბრობენ, თავიანთ გამომგზავნებს ჰკითხონ, ვინ არიან მათი პატრონები და შემდეგ ილაპარაკონ ამ უნივერსიტეტზე. აქ 21 ათასი სტუდენტი სწავლობს და 21 ათას სტუდენტს აყენებს ეს ხალხი შეურაცხყოფას. ეს მოუთმენელია და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. უნივერსიტეტში ერთი წლის უკან მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რექტორი, კანცლერი. ჩვენ იმთავითვე მოვინდომეთ და დღესაც იგივე აზრზე ვართ, უნივერსიტეტს დაუბრუნდეს წართმეული ქონება. რაც შეეხება წართმეულ ქონებას, ეს გახლავთ ამ კორპუსების უკან არსებული ძალიან დიდი მატერილურ-ტექნიკური საშუალებები თავისი კორპუსებით, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა წაართვა ტექნიკურ უნივერსიტეტს და აჩუქა დედამისს, ქალბატონ გიული ალასანიას. რაც შეეხება საიდან იმართება და რატომ არის შეტევა ტექნიკურ უნივერსიტეტზე, რატომ არის შეტევა მის რექტორზე? იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ წართმეულის დაბრუნებას. ვინ არის ეს ხალხი, ვინც ამ აქციის ორგანიზატორია, ეს ხალხი მართავს დღეს აქციას და ებრძვის უნივერსიტეტს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ ქონების დაბრუნებაზე, რომელიც ამ ხალხმა თავის დროზე წაართვა ტექნიკურ უნივერსიტეტს“, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა.

აქციის მონაწილეებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიტანეს წერილი. ისინი აკადემიური საბჭოს წევრებთან ითხოვენ შეხვედრას, რისთვისაც ერთკვირიანი ვადა დაასახელეს.

1 tv.ge

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close