საზოგადოება

რას ამბობდა შალვა ხაჭაპურიძე სანდრა რულოვსზე 2013 წელს? – “მიმდინარეობს გარკვევა, თუ რამდენად იყო სანდრა რულოვსი ქართველი ბავშვების ჰომოსექსუალურ წყვილებზე გაშვილებით”

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის 2013 წლის ინტერვიუდან ამონარიდს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს.

“სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, 2013 წელი:

ეს კლინიკა დასაქმებულია იმით, რომ ხელოვნურად გააჩინონ ბავშვები, რომლებიც შემდგომ გაჰყავთ საზღვარგარეთ და იყიდებიან ჰომოსექსუალურ წყვილებზე.

ამის დოკუმენტები, ფაქტობრივად, თავმოყრილი მაქვს, საქმიდან. როგორც ირკვევა, ამ კლინიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა სანდრა რულოვსს.

მიმდინარეობს გარკვევა, თუ რამდენად იყო სანდრა რულოვსი ამ საქმეში ჩართული, კერძოდ, ქართველი ბავშვების ჰომოსექსუალურ წყვილებზე გაშვილებით“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close