საზოგადოება

“რაზე ხარ წამსვლელი წარმატებას რომ მიაღწიო?” – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ჟურნალისტი გვანცა ბუდაღაშვილიც სდებს ბრალს

შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში გვანცა ბუდაღაშვილიც სდებს ბრალს და სოციალურ ქსელში მიმოწერის „სქრინებს“ აქვეყნებს:
„თუ სწორად მახსოვს 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. (მაშინ “პოსტ ტვ” მხოლოდ ონლაინ ტელევიზია იყო) მივედი და რაც შემდეგ მოხდა არავის უკვე აღარავის გაგაოცებთ. ვისაუბრეთ ყველაფერზე პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი.
რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა მოდი რაღაცეები გავარკვიოთო.
მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა.
მითხრა რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული ? ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და რა თქმა უნდა სისულეებით სცადა თავის მართლება.
ამ ამბიდან მალევე ”ევოში” დავიწყე მუშაობა და მწერდა რომ პოდაპირ საცოდაობაა როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე ”შემახარბა” რომ “პოსტ ტვ” უკვე ნამდვილიიი ტელევიზია გახდა. ესეთი ადამიანები გვკიცხავენ ახალგაზრდებს და მთელი გულით მჯერა რომ ძალიან ძალიან მალე გაყვებიან კოლექტიური შალვა რამიშვილები იმ ცნობილ გემს ?
(ზოგიერთი სქრინი შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყოს, მაგრამ
ვინმეს თუ სრული ჩათის ნახვა სურს არც ეგაა პრობლემა)
   
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close