საზოგადოება

ჟურნალისტ მაკო ჯაბუას შემდეგ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში მსახიობი ანანო იაშვილი ადანაშაულებს

ჟურნალისტ მაკო ჯაბუას შემდეგ შალვა რამიშვილს ბრალდებას უყენებს მსახიობი ანანო იაშვილი და თავის ამბავს სოციალურ ქსელში წერს:

„Shalva Ramishvili <<< აი ეს კაცი არის ყ…ე ! წლებია თავს ვიკავებ , მაგრამ ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ მაძლევს იმის უფლებას რომ სოლიდარობა არ გამოვხატო ყველა ქალის მიმართ ვინც ეს გაიარა და ვაღიარო რომ წლების წინ მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ! 18 წლის ასაკში , ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე ,ტელევიზიაზე , პირადად მან დამირეკა , დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში ( TV Imedi ) , წინასწარ გამაფრთხილა რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი ( პერსონაჟია ასეთიო ) გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე , თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით ( წინაზე უარის შემდეგ) , და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას , მერე აუქმებს , მერე მიგზავნის , მერე აუქმებს …. მანიაკია ჩვეულებრივი ? და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს ! და თავისუფლად დადის ქუჩებში … მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრამვის გადასახარშად
P.S. 18 წლის გოგოებო , ვინც ოცნებობთ პოპულარობაზე , იცოდეთ რომ ხშირად იყენებენ მსგავსი პროფესიის ადამიანები (პროდუსერები,რეჟისორები და ზოგადად გავლენიანი ტიპები) თავიანთ სტატუსს და გამოცდილებას , არ გაჩუმდეთ , აუცილებლად თქვით და არავის მისცეთ უფლება ასე მოგექცეთ .“
შეგახსენებთ, მაკო ჯაბუამ სოცქსელში დაწერა:

“ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ “არ შემშინებია” მასთან მარტო დარჩენის).

გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა რომ “ცოცხალი” გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: – შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს( წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო? – მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა.

-ხო გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ – კარგად ალბათ.

-ხოდა ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ… და ისე შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე )) არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი “გეი პორნოს ალბათ”

-ხოო, ახლა რომ ჩაგირთო რას იგრძნობ?

-არ ვიცი

– მოდი ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს)

– რას გრძნობ?

– უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)

– არ გინდა დაან*რიო?

-არა

– მე რომ დავანძ*იო, რას იზამ?

– არ ვიცი

ამის მერე იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში. მე ვპოულობ ძალას, ვდგები რამდენიმე წუთის შემდეგ და კარგი, მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამ შემოთავაზებაზე.

-კაი, კაი, მოიცა. გაგაცილებ. რითი მოხვედი? აი 10 ლარი გამომართვი და ტაქსით წადი.

არასდროს დამავიწყდება ეგ 10 ლარი, რომელიც რობოტივით გამოვართვი და გამოვედი. 2 საათი ფეხით ვიარე, სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა? რას აპირებსო?

ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით – ნუ, მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში : ) აი ეს არის შალვა რამიშვილი, აი ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ “ძლიერი” აღოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ.”

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close