ეკონომიკა

პური სავარაუდოდ, გაძვირდება – პირველი ივლისიდან სახელმწიფო ფქვილს აღარ დაასუბსიდირებს

პირველი ივლისიდან სახელმწიფო პურის ფქვილს აღარ დაასუბსიდირებს. გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პურის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის ფასები როგორც ხორბლის, ისე პურის ფქვილზე შემცირებულია, თუმცა ამის მიუხედავად შესაძლებელია ქარხნულ პურზე ფასი მაინც გაიზარდოს.

პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიები თავად განსაზღვრავენ პროდუქტის ფასი გაზარდონ, წონა შეცვალონ, თუ ფასის შენარჩუნება სხვა ხარჯების დაზოგვით მოახდინონ.

“სუბსიდირების პროგრამა, რომელიც პურზე ფასების კორექტირებას ითვალისწინებდა ივნისის ბოლოს შეწყდება და პურის მწარმოებლებს უფლება მიეცემათ თვითონ იმოქმედონ პურპროდუქტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე კი იმან განაპირობა, რომ მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოში ფქვილზე ფასები შემცირებულია. ვფიქრობ, სუბსიდირების მოხსნასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან სუბსიდირება არის დახმარება და ეს სისტემატური ვერ გახდება. ყველა მეწარმეს აქვს იმის საშუალება, რომ ფასწარმოქმნა თავად დაადგინოს და ბაზარზე თავისი ფასებით გამოვიდეს. პურზე ფასის ზრდა არ იქნება დიდი, ჩემი ვარაუდით, მაქსიმუმ ეს ცვლილება 5-7 თეთრი იყოს“, – განაცხადა მედიაცენტრ „მთავარში“ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close