Sliderპოლიტიკა

პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ – ირაკლი კობახიძე

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია, განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს და მე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე როდესაც იყო ეს სისტემური პრაქტიკა, უმძიმესი პრაქტიკა დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ და სწორედ ასეთი ფორმით ,მოქმედებდნენ მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა, ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ რომ რეპრესიული რეჟიმი არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ვიღაცები როდესაც ავლებენ პარალელებს ეს არის ცარიელი სპეკულაცია, როდესაც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია გასაგებია, პრეზიდენტი ამას რომ ვერ ხვდება გასაგებია, რომ ამას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას” ,- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე  სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
“ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ” – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა 1-ელ სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით კანონპროექტს, მან ვეტო დაადო, თუმცა “ოცნების” პარლამენტმა ის დაძლია, თავმჯდომარე პაპუაშვილმა კი ხელი მოაწერა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close