რეგიონები

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, ბათუმი დაიტბორა

ბათუმში, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე, შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.

„ბათუმის წყალის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.

უხვი ნალექის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც მიმდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

„შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით, გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close