მსოფლიო

პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში უკრაინული მხარის ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი – ანდჟეი დუდა

პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში უკრაინული მხარის ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ანდჟეი დუდა უკრაინის საზღვართან ახლოს, რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას ჩავიდა. საგანგებო განცხადებისას კი ისიც აღნიშნა, რომ კარგად ესმის უკრაინელების ემოციების, რომლებსაც ბოლო დღეებში რუსეთის მასობრივ სარაკეტო დარტყმებთან უწევთ გამკლავება. დუდას განცხადებით, უკრაინა და პოლონეთი მეგობრები არიან და ვარშავა გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. მისივე თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტი ორივე ქვეყნის საერთო ტრაგედიაა.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს შესაბამისი კანონის მიხედვით. თუ უკრაინელ სტუმრებს სურთ პროცედურების გაცნობ, მათ შეუძლიათ, ამ პროცედურებს გაეცნონ, მაგრამ თუ საქმე ეხება გამოძიებაში მონაწილეობას, ინფორმაციასა და დოკუმენტებთან წვდომას, მაშინ ამას საფუძვლად სჭირდება სპეციფიკური შეთანხმება. სპეციფიკური შეთანხმება საერთაშორისო კანონის სფეროში და საერთაშორისო შეთანხმება. რაკეტები ჩამოვარდა უკრაინის ქალაქებში, თითქმის მთელ უკრაინაში და დასავლეთ უკრაინაშიც, ჩვენი საზღვრებიდან არც ისე შორს. ხალხი დაიღუპა, მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ არავის უკვირს ემოციები და პრეზიდენტის ემოციებიც“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close