სამართალი

პოლიციამ დააკავა 32 წლის მამაკაცი, რომელმაც მამა ცემით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის (მამის) მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა
წყნეთში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს
ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც,
დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი
საოჯახო ნივთები გადამალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე
საათში, დაბა წყნეთში დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close