საზოგადოება

“პირველი, ვინც გამახსენდა კახა კალაძე იყო, ვეცადე და ხმა მივაწვდინე” – ნათია ბერიძე კოვიდით გარდაცვლილი მეეზოვის შესახებ წერს

კახას არ უყვარს გაკეთებული კეთილი საქმეების აფიშირება. სამაგიეროდ, მარინა გაახარა, დარდი არ მექნება...

“ჩემი მარინა კოვიდი მოერია!
როგორ მახალისებდა და მამხიარულებდა ხოლმე.
ჩვენი უბნის მეეზოვე იყო, კეთილი, სასაცილო და საყვარელი.
სულ ცდილობდა მეგობრობას, ურთიერთობას, გულახდილობას.
ბევრი პრობლემა ჰქონდა მაგრამ მაინც ახერხებდა რამე კარგი ეთქვა დილით, სამსახურში მიიჩქაროდი და რამე პოზიტივს მოგაყოლებდა გზად.
ეს პირბადეც ვიღაცას უჩუქებია და რომ დამინახა გავახარებო იფიქრა, გულზე მიიკრა შენ ხომ ოცნების გოგო ხარ და ნახე მე რა მაჩუქესო.
ბოლოს ცოტა მაინც გავახარეთ, კახიმ გაახარა.
არავისთვის მითქვამს, სულ ბოლო პერიოდში, დილით შემხვდა,დამიძახა-
არ ვიცი რატომ მაგრამ ეგონა რომ ყველაფერი შემეძლო.
მოვიდა, ვიცი რომ შენ ყველაფერი შეგიძლიაო, სათხოვარი მაქვს და იქნებ მიშველოო. მოვუსმინე, მივხვდი რომ მე ვერ შევძლებდი მის დახმარებას და პირველი ვინც გამახსენდა კახა კალაძე იყო, ვეცადე და ხმა მივაწვდინე, ზუსტად ორ დღეში დამირეკეს კახას დავალებით, მარინას ნომერი გამომართვეს. ათ წუთში ტირილით დამირეკა არ მჯერაო, ახლა დამირეკეს და დამეხმარნენო. სადაც გნახავ იქ უნდა გაკოცოო.
არ იცოდა ვინ დაურეკა, არც მე მითქვამს ვიცი რომ კახას არ უყვარს მისი გაკეთებული კეთილი საქმეების აფიშირება.
სამაგიეროდ მარინა გაახარა, დარდი არ მექნება…
არიან ადამიანები რომლებიც თავისი მოკლე ცხოვრების მიუხედავად სამუდამოდ რჩებიან ჩვენს გულებში. ასეთია მარინა, ბევრი ისტორია რომ გახსენდება, ბევრ ღიმილს რომ მოგგვრის და აუცილებლად გულში რაღაც რომ ჩაგწყდება – წერს ჟურნალისტი ნათია ბერიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close