Sliderსაზოგადოება

„პატრიოტიზმი“ ნაძირლების ბოლო თავშესაფარია” – პეტრე მამრაძე იხსენებს როგორ მიჰყიდა რუსებს სააკაშვილმა მნიშვნელოვანი ობიექტები

საელჩოში ვიყავი, მელაპარაკებიან მაშინდელი ელჩი და ელჩის მოადგილე. ერთმა თქვა, ისე სჭირდება ფული, რომ დედამისს გაყიდისო.

„პატრიოტიზმი“ ნაძირლების ბოლო თავშესაფარია. ამ ნიღაბს ამოფარებული, რომ ლანძღავს პუტინს, რუსეთს 21-ე საუკუნის მონღოლეთის ურდოს უწოდებს, ამ საფარის უკან, ყველა ღირებული ობიექტი, ყველა ჰესი, თბოელექტროსადგურის ყველაზე ღირებული ბლოკები, ოქროს მოპოვება, სპილენისა და მანგანუმის მოპოვება და სხვა – ყველაფერი გადავიდა ექსკლუზიურად რუსული ფირმების ხელში, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, „თბილწყალკანალი, შემოსული იყო ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის ფირმები, მრავალმილიარდიანი ბრუნვითა და დიდი გამოცდილებით. სააკაშვილის დავალებით, ბიძამისი და ბენდუქიძე ჩართულები არიან. „გაზპრომი“ ქმნის ფირმას, რომელიც შვეიცარიაში დებს მინიმალურ 5 000 ფრანკს, გამოდის, არავითარი გამოცდილება, არავითარი ინვესტიცია და სააკაშვილის ბრძანებით, არემონტებენ ბიუჯეტიდან „თბილწყალკანალის“ შენობას, რომ მიართვან რუს ინვესტორს – ექსკლუზიურად ყველაფერი რუსეთს გადაეცა. მერაბიშვილი რომ დადიოდა ყალბი პასპორტით, სად დადიოდა? დადიოდა ბაქოში, ერევანში და ძალიან ხშირად მინსკში, სადაც ხვდებოდა რუსეთის უშიშროებისა და შს მინისტრებს“, – განაცხადა მამრაძემ.

მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ რუსების გარეშე ხელისუფლებაში ვერ დარჩებოდნენ.

„მინდა გითხრათ ამერიკელების აზრი. ძალიან კარგად მახსოვს: საელჩოში ვიყავი, მელაპარაკებიან მაშინდელი ელჩი და ელჩის მოადგილე. ერთმა თქვა, ისე სჭირდება ფული, რომ დედამისს გაყიდისო. რატომ იცით? 2 ობიექტი გადარჩა. ეს არის გაზსადენი, რუსეთიდან სომხეთში რომ მიდის, რომელსაც ყიდდა და ვინ შეიძენდა? ამერიკელებმა მის რეაბილიტაციაზე 20 მილიონი დოლარი დახარჯეს. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ 20 წელი ვერ გაყიდდა. მეორე, სააკაშვილს ლონდონის ბირჟაზე გაჰქონდა „საქართველოს რკინიგზა“, – განაცხადა მამრაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button