Sliderსაზოგადოება

პატიმარი ქალის ისტორია:”ვერ მოვახერხე მივიდე მამა თავმასთან და მადლობა გადავუხადო”

მან მითხრა, არსებობს იმაზე დიდი ტრაგედია, რაც შენ გგონია რომ გჭირს...

“ეს საინტერესოას” ციკლიდან !
არ დაგეზაროთ, წაიკითხეთ ბოლომდე !
ვინც მიცნობს, ყველამ იცის რომ 2007 წლის 24 დეკემბერს სააკაშვილ – მერაბიშვილმა დადგმული სპექტაკლით , გადატრიალება-შეთქმულება – ხელისუფლების დამხობის მუხლით მატროსოვზე ამომაყოფინეს თავი ….
ამ სტატუსში მთავარი თემა არა ეს ფაქტია, არამედ მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი , რაც ამ ისტორიას უკავშირდება : – ჩემს დაპატიმრებას ახალი წლები, შობის დღესასწაული დაემთხვა და ჩემს მოძღვარს გაუჭირდა შემოსვლის ორგანიზება ( ქორეპისკოპოსის ნებართვა იყო საჭირო ) . ძალიან ვწუხდი და საპატიმროს ადმინისტრაციამ შემომთავაზა მათთან მოვლინებულ მოძღვართან შეხვედრა, დავთანხმდი …გავიფიქრე, აღსარებას არ ჩავაბარებ და განა ვინ უნდა იყოს ისეთი ცოტა არ განვიტვირთო თქო . დადგა სანუკვარი ორშაბათი – უცხო მოძღვრის შემოსვლის დღე და ვხედავ მოდის მამა თავმასი “ჯვრის მამის” ტაძრის მოძღვარი ( მოძღვრის ვინაობას ვამხელ, რადგანაც მასზე სიუჟეტი “იმედის კვირაში გავიდა და მისი ოჯახური მდგომარეობას ის არ მალავს ) .
ვერ გადმოვცემ ჩემს სიხარულს, რაც მისი დანახვით განვიცადე . გავახსენე თავი ( იყო სიტუაცია , საიდანაც ვიცნობდი ) ….შეცბა, გამომკითხა რატომ მოვხვდი ამ სიტუაციაში და რომ გაიგო რა მიზეზითაც ვიყავი ,შევატყვე, რომ რატომღაც დაწყნარდა .
დამასაჩუქრა ხატებით, სანთლებით და საუბარიც შედგა . მკითხა, რამდენი წელი შეიძლება მოესაჯათ , ვუთხარი, რომ თუ რამეს კიდევ არ ‘შემითითხნიდნენ’, მუხლი 5 დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა .
შემომხედა და მითხრა,ბრმა მყავს შვილი და სიამოვნებით დავჯდებოდი ციხეში 5 წელი, ოღონდაც მას თვალი აეხილოსო .
მივხვდი რა მითხრა მოძღვარმა ,მალევე დავემშვიდობე , წამოვედი ჩემს “კამერაში” , დავდექი ხატებთან  (კუთხე მქონდა მოწყობილი) და შევთხოვე უფალს : – უფალო, გთხოვ, ოღონდ ჩემს შვილს არაფერი დაემართოს, კარგად მიმყოფე და როცა შენი ნება იქნება , მაშინ გამიყვანე აქედან თქო .
მეორე დღესვე სიმშვიდე დამეუფლა, განვთავისუფლდი “თავისუფლების” მოლოდინის სტრესისგან, დავიწყე “მამაო ჩვენოს ” პრინციპით ცხოვრება – “იყოს ნება შენი ” და იცით რა სიმსუბუქე ვიგრძენი …ვერ აღვწერ , მაგრამ დამიჯერეთ !
მას მერე ვერ მოვახერხე რომ მივიდე მამა თავმასთან და მადლობა გადავუხადო ამ საქციელისათვის , მაგრამ ჩემმა ერთმა კოლეგამ მითხრა, შენ ამას რომ ჰყვები მისი სახელით, ეს უკვე მადლობის თქმაა და ნუ განიცდიო .
მამა თავმასის სიტყვები დიდი ნუგეში იყო და ამას აქვს თავისი მორალი , შევეცდები ავხსნა :

1. მან მე მითხრა, არსებობს იმაზე დიდი ტრაგედია , რაც შენ გგონიაო რომ გჭირსო;

2. როგორც კი უფალს მივენდე, სიმშვიდე მოვიპოვე , იმდენად მეტყობოდა, რომ მეუბნებოდნენ, შენ იცი მალე გახვალ და იმიტომ ხარ მშვიდადო ;

3. თუ უფალს მიენდობი, უფალი არასოდეს გაგაკეთებინებს ისეთ რამეს, რაც შენ გავნებს , მას ყველა ჩვენთაგანი უყვარს ( ბზობას მივდიოდი ზიარების მისაღებად, ვერ წავედი …) ;

4. ვინ მიყვარს ყველაზე მეტად ? – უფალი , რადგან ვიცი, რომ მე მის გარეშე შვილის ღირსიც ვერ გავხდებოდი ( 2 ბავშვი მაკლია, ვერ გავაჩინე – 4 თვემდე მიმყავდა ნაყოფი … მარიამი 9 თვე წოლით მყავს გაჩენილი …უფლის საჩუქარია ) ;

5. წელიწადსა და 7 დღეში საპატიმრო დავტოვე – პატრიარქმა შემიწყალა 31 დეკემბერს და იცით რატომ ? – მოსამართლეობის პერიოდში 31 დეკემბერს პატიმარი, რომლისთვისაც დიდი ალბათობით სასჯელად თავისუფლების აღკვეთა უნდა მიმესაჯა, სახლში გავუშვი , მქონდა ობიექტური მიზეზი (დიდი დიდი მომხსნან , მეტი რა იქნება თქო …უკანონოდ ვერ დავიჭერდი. განაჩენის გამოცხადების წინა დღეს შევცვალე 65 გვერდიანი განაჩენი … ) …. ბუმერანგი !

…. აი, მითხარით, მაქვს თუ არა დღეს მე მორალური უფლება , რომ არ დავრჩე სახლში? განა უფალმა უკეთ არ იცის, რა არის საჭირო ? იცის და სწორედ ამიტომ ვიქცევი ასე და ვთვლი, რომ არის იმაზე ცუდი რამ , რაც ეკლესიაში წასვლაზე უარის თქმაა …………..!

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ვინმე დავმოძღვრო სად წავიდეს და რა გააკეთოს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, მე და ჩემი ოჯახის წევრები #ვრჩებითსახლში !

მიყვარხართ 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close