საზოგადოება

„ოცნების დასასრული“ – როგორ თარგმნა „მთავარმა არხმა“ თურქული სერიალის სათაური ქართულად?

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს:

„რა ნაძირლების ბუდეა ეს “მთავარი არხი”, აი ნახეთ კიდევ ერთხელ… ყველაფერს ხომ აყალბებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ და სერიალის სახელსაც კი აყალბებენ, ესეც კი პოლიტიკურში გადაჰყავთ…
“ოცნების დასასრული“ – ამ სათაურით სთავაზობს “მთავარი არხი” მაყურებელს თურქულ სერიალს, საღამოს შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე, რომელიც ამავე არხზეა თარგმნილი.

ინტერნეტში მოიპოვება ინფორმაცია აღნიშნული სერიალის შესახებ, სადაც ადვილი მოსაძებნია მისი დასახელებაც ორიგინალში ანუ თურქულ ენაზე. „İki Dünya Arasında“ – ასე ჰქვია რეალურად სერიალს, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „ორ სამყაროს შორის“.

ცხადია, არ არის აუცილებელი ფილმის სახელწოდება ყოველთვის სიტყვასიტყვით გადაითარგმნოს და თუკი პირდაპირი თარგმანი მოუხერხებელია, არსებობს პრეცედენტები, როცა თარგმნის დროს სახელწოდება იცვლება, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, რთული გამოსაცნობი არ არის რატომ „ვერ გადაითარგმნა“ ქართულად ორიგინალური დასახელება და რატომ „დაარქვა“ „მთავარმა არხმა“ სერიალს მაინცდამაინც „ოცნების დასასრული“.

ამ შემთხვევაში „მთავარი არხი“ მანიპულაციას მიმართავს და სერიალის დასახელებასაც კი აყალბებს იმისთვის, რომ სასურველი პოლიტიკური გზავნილები საზოგადოებამდე მიიტანოს““ – წერს ნინო ლაბარტყავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close