პოლიტიკა

ომის რიტორიკა სწორედ ამიტომ აქვთ, რომ ჩვენ ვნახოთ რუსეთთან შეთანხმებული რაღაც პროვოკაცია – ვაშაძე ხელისუფლების შესახებ

არ გამოვრიცხავ, რომ მძიმე პროვოკაციაზე წავიდეს „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცრუ მოლაპარაკებებს გამართავს და იტყვის, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს იმისთვის, რომ ომი არ იყოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ მძიმე პროვოკაციაზე წავიდეს „ქართული ოცნება“. ომის რიტორიკა სწორედ ამიტომ აქვთ, რომ ჩვენ ვნახოთ რუსეთთან შეთანხმებული რაღაც პროვოკაცია, რის საფუძველზეც ცრუ მოლაპარაკებებს გამართავენ და იტყვიან, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს იმისთვის, რომ ომი არ იყოს. ასეთი სცენარები სამწუხაროდ იგეგმება ხოლმე „ფეესბეში“. ეს არის ლოგიკური მსჯელობიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, რომელიც უნდა გააკეთო იმ ანტიქართული ნაბიჯებიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close