Sliderმსოფლიო

ნაძვის ხე დამონტაჟდება, რომ ჩვენს შვილებს საახალწლო განწყობა შეახსენოს, არავინ აპირებს ახალი წლისა და შობის გაუქმებას და საახალწლო ატმოსფერო უნდა იყოს – კიევის მერი

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შობისა და ახალი წლის მოპარვის უფლებას არ მისცემს.

„ჩვენ გვესმის, რომ მასობრივი ღონისძიებები ომის დროს აკრძალულია. ის არავითარ შემთხვევაში არ გაიმართება, თუმცა არავინ აპირებს ახალი წლისა და შობის გაუქმებას და საახალწლო ატმოსფერო უნდა იყოს. ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა ჩვენი შობა და ახალი წელი მოიპაროს“, – აღნიშნა კიევის მერმა.

„თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ ამის საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და საკონცერტო პროგრამების გარეშე ჩატარება. მხოლოდ ნაძვის ხე დამონტაჟდება, რომ ჩვენს შვილებს საახალწლო განწყობა შეახსენოს“, – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.

ვიტალი კლიჩკომ ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქში ნაძვის ხეები ბიზნესმენების და არა ქალაქის ბიუჯეტის ხარჯით დაიდგმება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button