Slider

„ნაციონალური მოძრაობა” პარლამერნტში უკვე შემოსულია, ველოდები ნათელაშვილის შემოსვლას, ხინკალი მაქვს მოსაგები – იაგო ხვიჩია

საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ „გირჩის“ ლიდერი ხუმრობის ხასიათზე დააყენა და თქვა, რომ „ერთი სული“ აქვს, როდის იხილავს ამ პარტიას პარლამენტში, ისევე, როგორც – შალვა ნათელაშვილს.

„მენატრებიან, ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს, როდის შემოვლენ და გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლაზე მეტად, თქვენ იცით, რომ ისინი უკვე შემოსულები არიან, ველოდები ბატონი შალვა ნათელაშვილის შემოსვლას, რადგან ხინკალი მაქვს მოსაგები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს. ამის სურვილი პარტიის თავმჯდომარეს აქვს, თუმცა ცნობილია, რომ საკითხზე გუნდში, რომელშიც, რამდენიმე დღის წინ, პარტიული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, აზრთა სხვადასხვაობაა. ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის სურვილი ბოიკოტის შეწყვეტასა და სრულფასოვან საკანონმდებლო საქმიანობას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close