Sliderსაზოგადოება
ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი. ფაზისის აკადემია არ გაცემს „ოქროს დიპლომებს“ და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას „აკადემიკოსს“ – ფაზისის აკადემიის განცხადება

ფაზისის აკადემია სოცქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია:
“ქალბატონი ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი.
ფაზისის აკადემია არ გაცემს „ოქროს დიპლომებს“ და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას „აკადემიკოსს“.
ფაზისის აკადემიის ადმინისტრაცია”.

ნანა ყეინიშვილი ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგია. მან, როგორც ბიოგრაფიაშია აღნიშნული, განათლება 1981-1986 წლებში, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო. 2005 წელს ყეინიშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, ასევე, 2022 წლიდან არის ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.